GEO ENG

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა გამგებლებთან

22 თებერვალი, 2016

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენლებმა, კახეთის მუნიციპალიტეტებში ელექტრონული გამჭვირვალობის გაუმჯობესების და თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა "ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში მოეწყო, რომელსაც კახეთის მუნიციპალიტეტის გამგებლები და გუბერნატორის პირველი მოადგილე ზურაბ არსენიშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა დეტალურად ისაუბრა თვითმმართველობებში ელექტრონული გამჭვირვალობის მექანიზმების დანერგვაზე, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და თვითმმართველობების საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის მხარდაჭერის საკითხებზე. ასევე განიხილეს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები და იმსჯელეს მუნიციპალიტეტებში საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ნორმატიული ბაზის შექმნაზე, ელექტრონული გამჭვირვალობის მოდულების დანერგვასა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების პროცედურების გამართვაზე.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia