სიახლეები
თელავის ისტორიულ მუზეუმში ბერტა ფონ ზუტნერის გამოფენა გაიხსნა
10 მარტი, 2022
დღეს, თელავის ისტორიულ მუზეუმში ავსტრიის საელჩოს ორგანიზებით გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ეძღვნება მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის, ბერტა ფონ ზუტნერის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
ბერტა ფონ ზუტნერის მოღვაწეობის შესახებ აუდიტორიას სიტყვის მიმართეს ავსტრიის ელჩმა საქართველოში, თომას მიულმანმა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ავსტრიის საელჩოს მიერ რეგიონში განხორციელებული სხვდასხვა პროექტების მნიშვნელობას და გამოთქვა მზაობა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობისათვის.
ბერტა ფონ ზუტნერის ღონისძიებას თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორი, გურამ ურჩუხიშვილი უძღვებოდა.