GEO ENG

სიახლეები

კელი დეგნანის ვიზიტი კახეთში

11 მარტი, 2022


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი, თელავის ამერიკის კუთხეში ახალგაზრდებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა ხაზი გაესვა საქართველო - ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და მათ მნიშვნელობას. ახალგაზრდებმა ქალბატონ ელჩს მადლობა გადაუხადეს იმ სასიკეთო პროექტებისათვის, რასაც ამერიკის საელჩო ახორციელებს საქართველოში.
ელჩთან შეხვედრა ქ. თელავში, ამერიკის კუთხეში გაიმართა, რომელიც ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით განახლდა და ახალი რესურსებით აღიჭურვა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადეს კელი დეგნანს მხარდაჭერისათვის, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობისათვის.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2022 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia