სიახლეები
გურჯაანში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
27 დეკემბერი, 2021
გურჯაანში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები იმართება.
26 დეკემბერს, გურჯაანში მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა- გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები. ქალაქის მთავარ მოედანზე განთვასდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის პაპამ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა.
საღამოს საათებში, როგორც ადგილობრივი, ასევე, დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
საახალწლო ღონისძიებები საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდ რეგულაციები.
თელავის და გურჯაანის მსგავსად, საახალწლო ღონისძიებები კახეთის ყველა ქალაქში გაიმართება შემდეგი განრიგით:
24 დეკემბერი - თელავი;
26 დეკემბერი - გურჯაანი;
28 დეკემბერი - ლაგოდეხი,
30 დეკემბერი - დედოფლისწყარო,
2 იანვარი- ახმეტა,
4 იანვარი- ყვარელი;
5 იანვარი - წნორი, სიღნაღი;
7 იანვარი- საგარეჯო.