GEO ENG

სიახლეები

„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

22 ნოემბერი, 2021

პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გივი მეტრეველი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი ქ. ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, გივი ზაუტაშვილის განცხადებით, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, ქ. ყვარელში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის პარალელურად, ასევე, საერთო საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა და ამავე ქუჩაზე მდებარე კერძო სახლების ღობეებისა და ქალაქის შემოსასვლელში მდებარე ილია ჭავჭავაძის ბარელიეფის რეაბილიტაცია განხორციელდება.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2022 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia