GEO ENG

სიახლეები

თელავში „განახლებული რეგიონების პროგრამის'' ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

3 ნოემბერი, 2021

თელავში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამით „განახლებული რეგიონები“ დაფინანსებული ურბანული განახლების პროექტების განსახორციელებლად

პროგრამის ფარგლებში, ქალაქში დაწყებულია თელავის შემოსასვლელ ქუჩებზე (თბილისის გზატკეცილი, რუსთაველის ქუჩა) მდებარე შენობების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება
„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში თელავში მიმდინარე პროექტებზე პირველი შედეგები უკვე გვაქვს. ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე შენობების კონკრეტული ბლოკები უკვე დასრულებულია და სამუშაოები კვლავ გრძელდება. ირაკლი ქარსელაძის თქმით, მნიშვნელოვანია ის ენერგოეფექტურობის ელემენტები, რაც უკვე განხორციელდა. სრულად გამოცვალა შენობების კარ-ფანჯარები, რაც დადებითად აისახება იმ ხარჯებზე, რაც ამ შენობების გათბობას უკავშირდება. მისივე თქმით, მიმდინარეობს ქუჩების ტროტუარების, განათების, რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სამუშაოებიც. „თელავი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორია მთელი საქართველოს მასშტაბით პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შედეგები “- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქალაქ თელავში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა
4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტების და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს
პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო პროექტების განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები
სამშენებლო სამუშაოები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2021 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia