GEO ENG

სიახლეები

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის სეტყვით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს

21 სექტემბერი, 2021

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისათვის სეტყვით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს

დიმიტრი ბარაბანს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 26 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავალის 75% გაუნადგურა. ფერმერი ზარალის ანაზღაურების თანხას, 42,000 ლარს მიიღებს. მან სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 50% თანადაფინანსება მიიღო. 5 ჰა ფართობის დაზღვევისთვის მის მიერ გადახდილი თანხა 3,187 ლარს შეადგენს; 3,187 ლარია (50%) სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობაც.

სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგის“ აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერი ივანე ბუჯიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში იმყოფებოდნენ, სადაც სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერს, დიმიტრი ბარაბანს შეხვდნენ და დაზიანებული სავარგულები დაათვალიერეს.

სადაზღვევო კომპანიები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უმოკლეს ვადაში დაასრულებენ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia