GEO ENG

სიახლეები

სტიქია კახეთში

26 აგვისტო, 2021

ყვარლის მუნიციპალიტეტში მოსული სეტყვის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტის სოფლებს - გავაზი, გრემი, სანავარდო, კუჭატანი და შილდა, ასევე, ქ.ყვარლის სავარგულებს. დასეტყვილია სასოფლო - სამეურნეო სავარგულები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ - კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი. ამავდროულად, სტიქიამ პრობლემები შექმნა თელავი - ყვარელის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, სადაც წაქცეული ხეების შედეგად მოძრაობა დროებით შეიზღუდა. მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური, ასევე, გზის გაწმენდით სამუშაოებში მყისიერად ჩაერთნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე - მაშველები.
ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2021 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia