სიახლეები
კახეთში მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს
17 ივლისი, 2021
დღეს, ქალაქ თელავში, მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, ა. ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს. კლინიკაში მობილიზებულია სამი ამცრელი ჯგუფი და ვაქცინაციის ჩასატარებლად მისულ მოქალაქეებს სამ კაბინეტში შეუფერხებლად შეუძლიათ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება.
კლინიკაში, საყოველთაო აცრის პროცესს ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი.
საყოველთაო აცრის დღეს, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ - კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე და თელავის თეატრის მსახიობი, თემურ ხუნაშვილი.
საყოველთაო აცრის დღეს ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეთა რიგებში დგანან თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის არიან - ექიმები, პედაგოგები, სპორტსმენები, მერიის აიპებში დასაქმებული მოხელეები.