GEO ENG

სიახლეები

ირაკლი შიოშვილი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

14 მაისი, 2021
დღეს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში „სინოფარმის" კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ირაკლი შიოშვილმა მოქალაქეებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისა და ვაქცინაციის ჩატარებისაკენ მოუწოდა.
„მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი და დღეს, ჩავიტარე „სინოფარმის" კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ეს არის ერთადერთი მეთოდი, რათა დავამარცხოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს დაიცვან საკუთარი და სხვათა სიცოცხლე", - აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2021 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia