სიახლეები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ვიზიტი ქალაქ ყვარელში
13 მაისი, 2021
დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩის კახეთში ვიზიტის ფარგლებში, კელი დეგნანი ქალაქ ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმს ესტუმრა.
ქალბატონმა ელჩმა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი შიოშვილთან და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან, როსტომ სესიაშვილთან ერთად, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმის ეზოში, ქართულ - ამერიკული მეგობრობის ხეივანი გახსნა და ამავე ხეივანში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ვარდი დარგო.