GEO ENG

სიახლეები

ირაკლი შიოლაშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება

16 დეკემბერი, 2015

პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ქ. რუსთავის მერი დავით ჯიქია, თვითმმართველი თემის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსა და UNDP-ის წარმომადგენლები ქალაქ კელცეს მერს ვოიცეხ ლუბავსკის და სვიეტოკშის რეგიონის მარშალის მოადგილეს იან მაჩკოვიაკის შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნენ პოლონეთის რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობების ტერიტორიული მოწყობის სისტემას, გაიზიარეს ევროპული გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონების განვითარების კუთხით და შეაფასეს დეცენტრალიზაციის პირობებში ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონული ორგანოების ეფექტური მუშაობა.

17 დეკემბერს ირაკლი შიოლაშვილი და საქართველოს დელეგაციის წევრები გაეცნობიან სტარახოვიცის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სპეციფიკას. ამჟამად პოლონეთში სულ 14 სპეციალური ზონა ფუნქციონირებს, რომელთაგან სტარახოვიცის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა თავისი არსით ერთერთი საუკეთესო მაგალითია პოლონეთში. 

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia