GEO ENG

სიახლეები

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

25 მარტი, 2021

დღეს, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა და კავკასიის გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორმა, სოფიკო ახობაძემ. გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მხარდაჭერით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამისა (UN Environment) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) ახორციელებს პროექტს „ინტეგრირებული გამჭვირვალობის ჩარჩო საქართველოში პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად“, რომელის მიზანია 2019-2022 წლებში საქართველოს რიგ მუნიციპალიტეტებში (მათ შორის ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში) მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა. ორ მხარეს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი გულისხმობს კახეთის რეგიონში შემავალი თითოეული მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავებასა და უნარ-ჩვევების განვითარებას:

1. სათბურის აირების გაფრქვევების საბაზისო დონის შესაფასებლად;

2. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკებისა და მოწყვლადობის შესაფასებლად;

3. მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად და მისი განხორციელების შესამოწმებლად;

4. უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანოებში მონაწილეობის მისაღებად.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia