სიახლეები
ირაკლი შიოშვილმა და როსტომ სესიაშვილმა გრემის მოხუცებულთა სახლის ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს
8 მარტი, 2021
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი სოფელ გრემში მოხუცებულთა სახლს ესტუმრნენ, ბენეფიციარ ქალბატონებს თაიგულები გადასცეს და 8 მარტის დღესასწაული მიულოცეს.
გრემის მოხუცებულთა სახლმა რამდენიმე თვეა, რაც ფუნქციონირება დაიწყო ყვარლის მუნიციპალიტეტში. ამჟამად, გრემის მოხუცებულთა სახლში კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 5 ბენეფიციარი ცხოვრობს.