GEO ENG

სიახლეები

კახეთში სოფლის მხარადჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

23 თებერვალი, 2021
კახეთის რეგიონში, სოფლის მხარადჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
დღეს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, კარლო ჯამბურიამ და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა გიორგეთის ადმინისტრაციულ თემში შემავალი სოფლების მოასახლეობასთან შეხვედრები გამართეს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გიორგეთის თემში 3 შეხვედრა გაიმართა. სამივე შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პრიორიტეტულ საკითხად დასასვენებელი და ახალგაზრდების გასართობი სივრცის მოწყობა დასახელდა.
დღეის მდგომარეობით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კახეთის რეგიონში დაგეგმილი 218 შეხვედრიდან 194 შეხვედრა უკვე გაიმართა.
 კახეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2021 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia