GEO ENG

სიახლეები

ქალაქ ლაგოდეხში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა

1 მარტი, 2021
დღეს, კახეთის რეგიონის მასშტაბით საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ქ.ლაგოდეხში, ახლად რეაბილიტირებული N3 საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს - კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, კარლო ჯამბურიამ.
"დღეს, კახეთის რეგიონში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, 4 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. 2020 წელს რეგიონში 15 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ამ ეტაპზე, კი 70-მდე საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს" - აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.
"4 ჯგუფზე გათვლილი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ჯამური ღირებულება ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 597 000 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღი სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით და კეთილმოეწყო ეზო. ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რადგან თითოეული ბავშვისათვის კომფორტული და მყუდრო გარემოს შექმნა ჩვენი ერთ- ერთი პრიორიტეტია" - აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2021 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia