GEO ENG

სიახლეები

ქალაქ თელავში ახალი ავტოსადგომის მშნებელობა მიმდინარეობს

20 ოქტომბერი, 2020

ქალაქ თელავში 40 ერთეულ ავტობუსზე გათვლილი ახალი ავტოსადგომის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ. პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ და მისი ჯამური ღირებულება 1 მლნ. ლარზე მეტია. მშენებლობის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება და თელავს ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება. პირველ ეტაპზე თელავს 10 ერთეული ახალი ავტობუსი გადაეცემა, რომელიც ქალაქის მასშტაბით შეასრულებს მარშრუტებს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2020 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia