GEO ENG

სიახლეები

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გუბერნატორებთან შეხვედრა გაიმართა

29 ნოემბერი, 2015

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, შესყიდვების სამსახურების ხელმძღვანელებსა და რეგიონების რწმუნებულ-გუბერნატორებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის და სააგენტოს ინიციატივით შედგა. სამუშაო შეხვედრას კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და შესყიდვების სამსახურების თანამშრომლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარემ და დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სიახლეებზე, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ახალ პროცედურებზე, გამარტივებული შესყიდვების განხორციელებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. გუბერნატორებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კომპეტენტურ პირებთან ერთად იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia