GEO ENG

სიახლეები

ირაკლი ქადაგიშვილმა თელავის საჯარო სკოლების პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

31 მაისი, 2020

სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა თელავის საჯარო სკოლების პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში, რწმუნებული დაინტერესდა დისტანციური სწვალების მოდელით და პედაგოგებისგან მოისმინა მათი შეხედულება ახალი მოდელის მიმართ. პედაგოგების აზრით, თიმსის პლატფორმა უამრავი ონლაინ რესურსის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.თავდაპირველად, ონლაინ სწავლებაზე გადასვლისას არსებობდა გარკვეული ტექნიკური პრობლემები, მაგრამ ამჟამად სწავლება მიმდინარეობს დინამიურად და აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დისტანციური სწვალების რეჟიმზე გადასვლამ მნიშვნელოვნად გაზარდა მშობელთა როლი და მათი ჩართულობა. პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების მიუხედავად, გარკვეულ შემთხვევებში, დისტანციური სწავლა-სწავლება მაინც გამოყენებადი იქნება. ონალაინ შეხვედრის დასასრულს, დისტანციურ სწვალებაში აქტიური ჩართულობისათვის ირაკლი ქადაგიშვილმა პედაგოგებს მადლობა მოუხადა.
„ძალიან საინტერესო ონლაინ შეხვედრა ჩატარდა პედაგოგებთან. განათლება არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული გამოწვევა და მიმართულება. მითუმეტეს, ამ პირობებში, როცა საგანმანათლებლო დაწესებულებები დახურულია, უმნიშვნელოვანესი იყო ონლაინ სწავლების დანერგვა. პედაგოგებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც ამ პროცესში მათთვის მნიშვნელოვანი იყო და პრაქტიკულად რაც დაინახეს. ამ პროცესში ჩართულობა - პედაგოგებისა, მოსწავლეებისა და მშობლებისა, ურთიერთკავშირი არის საკმაოდ ცოცხალი. ძალიან დიდი რესურსები აღმოაჩნდა თიმსის პროგრამას, რასაც პედაგოგებმა და მოსწავლეებმა კარგად აუღეს ალღო“-აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„მადლობა განათლების სამინისტროს და მასწავლებლის სახლს, ჩვენ ურთიერთთანამშრომლობით, შევძელით ის რომ ვქმნიდით და ერთმანეთს ვუზიარებდით რესურსებს, ასევე სამინისტრომ მოგვაწოდა ელექტრონული რესურსების არაჩვეულებრივი პლატფორმები, რასაც საკმაოდ ეფექტურად ვიყენებთ. ვცდილობთ, რომ მრავალფეროვანი და თანამედროვე, დისტანციურ რეჟიმზე მორგებული საგაკვეთილო პროცესი წარვმართოთ“- აღნიშნა საჯარო სკოლის პედაგოგმა ნათია ბაღათრიშვილმა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia