GEO ENG

სიახლეები

ირაკლი ქადაგიშვილმა და შოთა ნარეკლიშვილმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

26 მაისი, 2020
დღეს, 26 მაისი აღნიშნეს კახეთში. ქალაქ თელავში, ცენტრალურ მოედანზე საქართველოს ეროვნული დროშები გამოფინეს. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
"26 მაისი განსაკუთრებული თარიღია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიაში, იმიტომ რომ 102 წლის წინ მოხდა დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა, საქართველომ ისარგებლა ისტორიული მომენტით და აღადგინა მრავალსაუკუნოვანი დამოუკიდებლობა. 20-ე საუკუნის გარიჟრაჟზე ეს იყო დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიული რესპუბლიკა, საუკეთესო კონსტიტუციიით, ადამიანის იმ უფლებებით განმსჭვალული, რაც დღესაც მნიშვნელოვანი და აქტუალურია ჩვენი ქვეყნისათვის. 26 მაისი არის იმ უწყვეტი მემკვიდრეობის გაგრძელება, რომელიც მოდის საუკუნეების წიაღიდან და გრძელდება დღევანდელობით. დღეს, საქართველო განუხრელად მიდის თავისუფლების, დემოკრატიის და გაძლიერების გზით. მთელ საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! " - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა. "მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა უჩვეულოდ აღნიშნავს წელს ამ მნიშვნელოვან თარიღს. ქალაქის ქუჩებში გამოფენილია საქართველოს სახელმწიფო დროშები.
ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ვიმყოფებოდით და პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე! ვიმედოვნებ, რომ იმ ბრძოლებში, როგორიც არის ჩვენი უხილავი მტერი პანდემია, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%ის ოკუპირება, ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გაიმარჯვებს"- აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა.
 
 
 
 

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2020 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia