GEO ENG

სიახლეები

ირაკლი ქადაგიშვილი და როსტომ სესიაშვილი ახალსოფელში სპორტული კომპლექსის მშენებლობას ადგილზე გაეცნენ

12 ივნისი, 2020

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი სოფელ ახალსოფელში იმყოფებოდნენ, სადაც სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლები მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ. პროექტის ჯამური ღირებულება 1 680 000 ლარია, სპორტული კომპლექსის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან არის დაფინანსებული. "ახალსოფელი ერთ- ერთი ყველაზე დიდი სოფელია ყვარლის მუნიციპალიტეტში და ზოგადად კახეთში. ახალსოფელში ამჟამად, მიმდინარეობს მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც გასულ წელს დაიწყო და წელს დასრულდება. აღნიშნულ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მოგეხსენებათ რომ სოფელი დიდია, თავისი სპორტული ცხოვრების ტრადიციით და ახალგაზრდების ფიზიკური აღზრდის კუთხით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სოფელს გააჩნდეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი"- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა. "აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ახალსოფლის თემში შედის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლები. ჯანსაღი ცხროვრების წესისადმი მიდრეკილება საკმაოდ მაღალია, მოსახლეობის განწყობა ამ პროექტის მიმართ არის საკმაოდ დადებითი და ელოდებიან მშენებლობის დასრულებას, რათა ახალ გარემოში შეძლონ ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავება" - აღნიშნა როსტომ სესიაშვილმა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2020 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia