GEO ENG

სიახლეები

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს კახეთიც შეუერთდა

5 თებერვალი, 2020

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დღეს, კახეთის რეგიონში სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: სახალხო პოეტებმა ფოლკლორულმა ჯგუფებმა და მსახიობებმა. ქ.ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილიას შემოქმედებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს. ღონისძიებას კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი დაესწრნენ.
,,ძალიან ამაღელვებელი დღე გვაქვს დღეს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი ახალგაზრდები და ბავშვები ასეთი გრძნობით კითხულობენ და იაზრებენ ილიას შემოქმედებას. თუ ერთი წუთით მაინც, არ გავითვალისწინებთ თარიღებს, ჩვენ დავინახავთ, რომ ის სულისკვეთება, ის პრობლემა და ის მიზნები, რაც ილიას თავის შემოქმედებაში აქვს აღწერილი დღესაც აქტუალურია და შეიძლება ითქვას, მთელი სიგრძე-სიგანით დგას ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე. თავის დროზე ილიამ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება სხვა მოღვაწეებთან ერთად შექმნა, იმისათვის, რომ საუკუნეების განმავლობაში, მივიწყებულ, დაბეჩავებულ ქვეყანას წერა-კითხვა კვლავ შეესწავლა, განათლება მიეღო, რადგან მხოლოდ განათლებულ ადამიანს შეუძლია სახელმწიფოს აშენება და მართვა. მე ყველას რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოგიწოდებთ, რომ აუცილებლად წაიკითხეთ წიგნი რა პერიოდიც არ უნდა იყოს. ეს აუცილებელია ჩვენი განვითარებისათვის" - აღნიშნა სიტყვით გამოსვლის დროს ირაკლი ქადაგიშვილმა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia