სიახლეები
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე გოგოლა ლეონიძის სახლმუზეუმში
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, კახეთში სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, გოგლა ლეონიძის სახლმუზეუმში ამ დღისადმი მიძღვნილ
ღონისძიებაში საგარეჯოს ბავშვთა თეატრის მსახიობები, კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი -"ბერიკაცები", სახალხო თეატრის მსახიობი-ნათელა დიღმელაშვილი და გოგლა ლეონიძის სახელობის პატარძეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებმაც დიდი მწერლის შემოქმედებიდან დამსწრე საზოგადოების წინაშე არაერთი მხატვრული ნომერი წარადგინეს და კიდევ ერთხელ გააცოცხლეს "ნატვრის ხის" კარგად ნაცნობი პერსონაჟები. ღონისძიებას კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ირაკლი ქადაგიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს, სიტყვით მიმართა, წიგნიერებისა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა გოგლა ლეონიძის შემოქმედებისადმი სიყვარულისთვის.