GEO ENG

სიახლეები

სოფელ კაბალში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

16 ნოემბერი, 2015

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში რიგით ოცდამეექვსე საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. საზეიმო ღონისძიებასბას კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე ზურაბ არსენიშვილი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი; სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დიდი სოფლები წარმოადგენს. ამ შემთხვევაშიც, სოფელი კაბალი, ფოკის, სართიჭალისა და ყვარელწყლის შემდეგ, რიგით მეოთხე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფელია, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი აშენდა.
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნასთან ერთად, ადგილობრივი აზერბაიჯანელი წყვილის − სამაია გინჩიევას და ოქტაი იუნუსოვის, ქორწინებაც დარეგისტრირდა,
გახსნის შემდეგ მინისტრი საზოგადოებრივი ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ადგილობრივ ქალებს შეხვდა, რომლებსაც ქალთა უფლებებზე, არასრულწლოვანთა ქორწინებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.
სოფლებში საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მცხოვრებნი საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებენ, რაც მათ რაიონულ ცენტრამდე ტრანსპორტირების თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს.
კახეთის რეგიონში უკვე ფუნქციონირებს ექვსი : კაჭრეთის ,შაშიანის, ყვარელწყალი/დუისის,ნუკრიანის, შილდის და კაბალის, ხოლო მშენებლობა მინდონარეობს ლაგოდეხის,დედოფლისწყაროს და საგარეჯოს საზოგადოებრივი ცენტრების.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia