სიახლეები
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის საახალწლო მილოცვა
31 დეკემბერი, 2019
"მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი შობა - ახალი წელი! კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში საზეიმოდ არის მორთული ქალაქები, იმართება საშობაო გამოფენა-გაყიდვა, ტარდება კონცერტები და სხვადასხვა ღონისძიებები. მე ვფიქრობ, კახეთს აქვს იმის საშუალება, რომ ზეიმით შეხვდეს ახალ 2020 წელს, რადგან კახეთში, წელს, მოსავალი წარმატებით დაბინავდა, ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ბევრი ტურისტი და ვიზიტორი გვყავდა. შესაბამისად, მე მჯერა, რომ 2020 წელს იმედით შეხვდება კახეთი.
გილოცავთ შობა- ახალ წელს! ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენს ოჯახებში, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და წინსვლა ყოფილიყოს მრავალჟამიერ!"