სიახლეები
ირაკლი ქადაგიშვილმა კახეთში სამუშაო ვიზიტით ჩამოსული ქალაქი ბიბერახის ოფიციალური დელეგაცია მიიღო
8 ნოემბერს, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამუშაო ვიზიტით გერმანიის, ქალაქ ბიბერახის ოფიციალური დელეგაცია იმყოფებოდა. სტუმრები კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მიიღო. დელეგაციას წარმოადგენდნენ: ტომას ფეტბაკი- ბიბერახის ყოფილი მერი, საბინე ენგელჰარდტი - კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი და რაინერ ეტცინგერი - საკრებულოს წევრი. სამუშაო ვიზიტისას, დელეგაციის წევრებმა და მხარის რწმუნებულმა ერთობლივად იმსჯელეს ვონმობილების, როგორც რეგიონში, ახალი ტურისტული სეგმენტის განვითარების შესახებ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კახეთში, ვონმობილების გასაჩერებელი ადგილების შექმნის, განვითარებისა და მარკეტინგის საკითხებს. სამუშაო შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ:დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) - "ვიზიტ კახეთი"- სა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.