სიახლეები
ღია შეხვედრები კახეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან გრძელდება
27 სექტემბერი, 2019
კახეთის რეგიონში ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ადგილობრივ მოსახლოებასთან ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების- მაღრაანის, არგოხის, ფიჩხოვანისა და შახვეტილას მცხოვრებლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გაგება უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობისგან და 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მათი გათვალისწინება. ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ზემოაღნიშნულ სოფლებში არსებულ ძირითად გამოწვევად დასახელდა - წყალმომარაგების, ამბულატორიისა და გზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხები.