GEO ENG

სიახლეები

ირაკლი ქადაგიშვილმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება სოფელი ტიბაანის საჯარო სკოლიდან მიულოცა

16 სექტემბერი, 2019

დღეს,კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი ქადაგიშვილმა სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს სოფელი ტიბაანის საჯარო სკოლიდან მიულოცა. ახალი სასწავლო წელი სოფელი ტიბაანის საჯარო სკოლის მოსწვალეებმა ახლად რეაბილიტირებულ სკოლაში დაიწყეს. სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო"-ს ერთობლივი პროექტის შედეგად განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, მოხდა შენობისა და ეზოს სრული რეაბილიტაცია, სკოლის ბაზაზე მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, რომლებიც აღიჭურვა უახლესი ტექნიკითა და რესურსებით.
კახეთის მასშტაბით, ამ დროისათვის, 80-მდე საჯარო სკოლაში განხორციელდა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის ფარგლებში, მოხდა - სველი წერტილების, კარ-ფანჯრების მოწესრიგება, სახურავის შეცვლა და სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia