GEO ENG

სიახლეები

კახეთის რეგიონს კიდევ ერთი ახალი სასტუმრო - ''პარკ ჰოტელი'' შეემატა

6 სექტემბერი, 2019

კახეთის რეგიონს კიდევ ერთი ახალი სასტუმრო შეემტა. 5 სექტემბერს, წინანდლის მამულში სასტუმრო "პარკ ჰოტელი" ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდა - კახეთის მხარის სახლმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი წინანდლის ისტორიულ მამულში 8-იდან 22 სექტემბრამდე გაიმართება. სწორედ ამ ფესტივალისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად წინანდლის კომპლექსში, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა ახალი სასტუმრო „პარკ-ჰოტელი“ (PARK HOTEL). 70 ნომრიანი სასტუმროს პირველ სართულზე მუსიკალური აკადემიისთვის განკუთვნილი, მუსიკალური ინსტრუმენტებით აღჭურვილი ოთახები მოეწყობა.
ფესტივალის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ სტუმარს შეეძლება ახალ სასტუმროში დასვენება და სხვადასხვა ღონისძიების გამართვა. “სილქ როუდ ჯგუფმა” ახალი სასტუმროს აშენებაში დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia