სიახლეები
ხელისუფლების წარმომადგენლები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებს შეხვდნენ
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი, სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი - მიხეილ ხიდურელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მიხეილ ხიდურელმა ახალი გრანტების შესახებ ისაუბრა და ადგილობრივებს მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და დაფინანსების პროგრამები გააცნო.
ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შეხვედრის გამართვის მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება თავად ადგილობრივი მოსახლეობისგან და 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მათ მიერ განსაზღვრული საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინება
შეხვედრისას, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ
სწორედ, მოსახლეობის პრობლემების მიხედვით და საჭიროებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა.
სოფელ იორმუღანლოში, ბადიაურსა და მანავში მოსახლეობამ სამ ძირითად პრობლემად - სასმელი წყალი, შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობა და სარწყავი არხების რეაბილიტაცია დაასახელა.