GEO ENG

სიახლეები

11 წელი აგვისტოს ომიდან

8 აგვისტო, 2019

დღეს, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წლისთავზე, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ალვანში, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერში, მისი ახლობლები, ადგილობრივები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი - იოსებ ქარუმაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი შეიკრიბნენ და მისი მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სასულიერო პირმა სამშობლოსათვის დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მოეწყო ჩოხოსნების მსვლელობა.
საქართველოს სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა. 
გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
„ჩვენ მოვედით ჩვენი ეროვნული გმირის - გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან, რათა პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს, პატივი მივაგოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ყველა გმირს. ამ ადამიანის გმირობა კიდევ ერთხელ, ნათლად გვაჩვენებს, რომ სამშობლოსათვის თავდადება და სამშობლოსათვის ბრძოლა ყოველთვის გმირთა ხვედრია. ამავდროულად, ყველა პოლიტიკოსს, ყველა სახელმწიფო მოღვაწეს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს, რომ ქვეყანა არ შევიყვანოთ ისეთ ვითარებაში და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი განვითარება იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული და სწორედ ამ განვითარებით მივაღწიოთ გაერთიანებას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“-აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან საუბრის დროს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia