GEO ENG

სიახლეები

ხელისუფლების წარმომადგენლები ყვარლეში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ

6 აგვისტო, 2019

5 აგვისტოს, პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი სესიაშვილი, გელა სამხარაული, გურამ მაჭარაშვილი, შრომის, დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - მამუკა ცოტნიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კახეთის რეგიონში, სოფ. ენისელში, სოფ. შილდასა და ქ. ყვარელში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. 
„ეს შეხვედრები ტარდება იმისთვის, რომ პირადად თქვენგან გავიგოთ, კიდევ უფრო მეტი იმის შესახებ თუ რა პრობლემები გაწუხებთ. თქვენი მხრიდან გამოთქმული ნებისმიერი ხედვა, აზრი თუ კონსტრუქციულად წარმოთქმული კრიტიკა იქნება დაფიქსირებული, ჩაწერილი და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული. ამიტომ გთხოვთ, რომ მაქსიმალურად იყოთ ჩართულები ამ დიალოგში“-აღნიშნა მხარის სახელწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება თავად ადგილობრივი მოსახლეობისგან და 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მათ მიერ განსაზღვრული საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინება. ყვარლის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შედეგად, გამოიკვეთა პრობლემური საკითხები, რაც ძირითადად, ქ. ყვარელში, საავადმყოფოს ფუნქციონირების (რეანიმაცია, სამშობიარო), ხოლო სოფლებში: გარე განათებისა და ნაგვის ურნების დამატების, წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრის, საბავშვო ბაღებში პედაგოგთა ხელფასების, ყურძნის ფასისა და მოსავლის შეუფერხებლად ჩაბარების საკითხებს მოიცავდა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia