სიახლეები
მინისტრთა კაბინეტის წევრები კახეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ
დღეს, მინისტრთა კაბინეტის წევრები კახეთის რეგიონში, სოფ.იყალთოსა და სოფ. ზემო ხოდაშენში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება თავად ადგილობრივი მოსახლეობისგან და 2020 წლის ბიუჯეტის დადეგმვის პროცესში მათ მიერ განსაზღვრული საჭიროებების ასახვა. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხევდრის შედეგად, გამოიკვეთა ზემოაღნიშნულ სოფლებში არსებული პრობლემური საკითხები, რაც ძირითადად გარე განათების მოწესრიგების, წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრისა და საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხებს მოიცავდა.