GEO ENG

სიახლეები

მთავრობის წარმომადგენლები კახელ ფერმერებს, მევენახეებს, მეღვინეებსა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

6 ივლისი, 2019

დღეს, ქ.გურჯაანში, კულტურის ცენტრში, მთავრობის წარმომადგენლები კახელ ფერმერებს, მევენახეებს, მეღვინეებს და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვდერის წინაპირობას წარმოადგენდა 3 ივლისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, კახელი ფერმერების მიერ გამართული აქცია. აქციაზე, ფერმერებს კახეთის მხარის სახლემწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდა. აქციაზე ფერმერები ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ითხოვდნენ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის (ყურძენი, ღვინო, ხილი) რეალიზაციის შეუფერხებლად განხორციელებას.
დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მარიამ ქვრივიშვილი და გურჯაანის მაჟორიტარი - დეპუტატი დავით სონღულაშვილი ადგილობრივ ფერმერებს, მევენახეებს, მეღვინეებს და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათგან მოისმინეს ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აქტიურ განხილვას საჭიროებს დღის წესრიგით.
„ჩვენ ბოლო წლების განვალობაში, მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, რეალურად დავინახეთ, თუ როგორ კეთდება ეკონომიკა ჩვენივე ხელებით. ბოლო წლებში, სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში, ეკონომიკაში მნიშვნელოვან ძვრებს ჰქონდა ადგილი. კახელმა ფერმერებმა არაერთი სიძნელე გადალახეთ და გარკვეული შემოსავლებიც ნახეთ. თქვენი მოთხოვნა, მთავრობის წევრებთან შეხვედრის შესახებ, მაშინვე იქნა აღქმული და მიღებული. დღეს, აქ შევიკრიბეთ, რომ თქვენი ხედვები მოვისმინოთ, რომელიც ქვეყანაში ბოლო დღეების განვალობაში, განვითარებული მოვლებიდან გამომდინარე, თქვენი პროდუქციის შეუფერხებელი რეალიზაციის შესაძლო რისკებს უკავშირდება. 
მინდა გითხრათ, რომ არ აშენდება დემოკრატია, არ განვითარდება ქვეყანა ღარიბ-ღატაკთა ხელით, მხოლოდ განვითარებით, შრომაზე და შემოსავალზე ორიენტირებულმა საზოგადოებამ შექმნა ის ევროპული ცივილიზაცია, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებზეც აისახება ყველა ის შედეგი, რასაც მთავრობა ატარებს ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით. მთავრობა შექმინილი რისკების დაზღვევაზე, გააკეთებს მაქსიმუმს, რათა ამ რისკების მინიმალიზაცია მოხდეს“ - აღნიშნა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი ქადაგიშვილმა კახელ ფერმერებთან შეხვედრის დროს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia