GEO ENG

სიახლეები

''გარეჯობა -2019''

13 ივნისი, 2019

13 ივნისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაული "გარეჯობა-2019" აღინიშნა. დილით, დავით გარეჯის მონასტერში მამა დავით გარეჯელის ხსენებისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა აღევლინა. წირვის დასრულების შემდეგ, ჩიჩხატურის კოშკის მიმდებარედ, საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი და მაღალი რანგის ოფიციალური სტუმრები დაესწრნენ. კონცერტი თეატრალური კომპოზიციით - "გარეჯულა"გაიხსნა. ღონისძიების პარალელურად ტრადიციული დოღი და ქართული ჭიდაობა გაიმართა, სადაც გამარჯვებულები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, სიტყვით მიმართეს და "გარეჯობა- 2019" მიულოცეს: კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი ქადაგიშვილმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ერბოწონაშვილმა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia