სიახლეები
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
დღეს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი ქადაგიშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა ქ.თელავში, ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინითი შეამკეს. "ბუნებრივია რომ 26 მაისი სრულიად საქართველოსთვის და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის არის წმინდა და საკრალური დღე. ეს დღე ასახავს ჩვენი ხალხის, ჩვენი ერის საუკუნეობრივ ლტოლვას თავისუფლებისადმი. როგორც წესი ამ დღეს ვიწყებთ ხოლმე სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა პატივისმიგებით, მრავალფეროვანი იქნება სადღესასაწაულო ნაწილი, გაიმართება როგორც შემეცნებითი, ასვეე გასართობი ღონისძიებები. მოგეხსენებათ, რომ წლევანდელი ზეიმი განათლებას, ცოდნის გაზიარებას უკავშირდება, რამეთუ განათლებული მომავალი თაობა არის ყველაზე მყარი გარანტი ჩვენი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობისა" - აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან საუბრის დროს.