GEO ENG

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა საბანკო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან

13 მაისი, 2019

დღეს, მხარის სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი საბანკო სექტორისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასასრულს, მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა მედიის წარმომადგენლებთან ბრიფინგი გამართა.
„დღეს, გვქონდა სამუშაო შეხვედრა რეგიონში მოქმედი საბანკო სექტორისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე აღინიშნა ის პრობლემა, რომლის წინაშე სტიქიის შედეგად გარკვეული გლეხებისა და ფერმერთა ჯგუფი აღმოჩნდა. ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში მოხდება ყველა აგროსესხის მომხმარებელთან ამ საკითხის განხილვა, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ თითოეული მომხმარებლის შემთხვევა ინდივიდუალურია. 
რაც შეეხება, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გეტყვით, რომ დღეიდან უკვე ამინდები გამოვიდა, რაც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად ეფექტურად ვაწარმოოთ ეს სამუშაოები. მუნიციპალიტეტები ახლა კომისიური წესით მუშაობენ, რათა მოხდეს აღნუსხვა თუ რა ინფრასტრუქტურული ზარალი მიადგათ მათ და მთავრობის წინაშე წარადგენენ შესაბამისი ფონდის გამოყოფის მიზნით. ამავდროულად, დღეს უკვე, სადაც საჭიროა, რომ დამატებითი მძიმე ტექნიკა იყოს გამოყენებული, კონტრაქტორ კომპანიებთან მოხდება ინდივიდუალური ხელშეკრულების გაფორმება.
მოგეხსენებათ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია ფშაველი--აბანო -ომალოს მიმართულებით აქტიურად აწარმოებს გზის აღდგენა - გაწმენდით სამუშაოებს, რათა თუშეთის გზა მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას გახსნილი“ - აღნიშნა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან საუბრის დროს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia