GEO ENG

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში

22 აპრილი, 2019

დღეს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ: ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერი - კვინტინ დოლი, აშშ-ს საელჩოს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერი - დავით სანიშვილი, საქართველოს ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი - ირაკლი ჭუმბურიძე და პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი.
სტუმრები სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა -ირაკლი შიოშვილმა, პლატონი კალმახელიძემ და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა მიიღეს.
შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო იმ პროგრამებს და მათგან მიღებულ სიკეთეებს, რომელსაც ამერიკის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური საქართველოში ახორციელებს, კერძოდ, აღნიშნული პროგრამები ხორციელდება - ჯანდაცვის, საგანგებო სიტუაციების მზადყოფნის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
სამუშაო შეხვედრაზე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა სტუმრებს განუმარტეს კახეთის რეგიონში კრიზისების მართვის კუთხით, კერძოდ, სტიქიის პრევენციისთვის რეგიონში არსებულ ტექნიკურ საჭიროებებზე, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტის მერმა თელავის ბავშვთა საავადმყოფოს თანამდეროვე სამედიცინო აპარატურით გადაიარაღების საკითხზე გააკეთა აქცენტი.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ კახეთის რეგიონში ორმხრივი მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა ორი ძირითადი მიმართულებით - ჯანდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მზადყოფნის პროგრამების განხორციელებით განვითარდება.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia