GEO ENG

სიახლეები

კახეთის რეგიონსა და ლვოვის ოლქს შორის შეთანმების დოკუმენტი გაფორმდა

15 აპრილი, 2019

12 აპრილს, კახეთის რეგიონს უკრაინის ელჩი საქართველოში - ოლეგ დოლგოვი, ელჩის პირველი მდივანი და ლვოვის ოლქის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ოფიციალური დელეგაცია სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, ლვოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციასა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის რეგიონთაშორისო თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს: ლვოვის ოლქის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ - რომან ფილიპივმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ - ირაკლი შიოშვილმა. შეთანხმების თანახმად, მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას: სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ვაჭრობის, მრეწველობის, კულტურის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით. სტუმრებმა კახეთში ვიზიტის დროს, მოილოცეს ალავერდის მონასტერი, ეწვივნენ თელავის ისტორიულ მუზეუმს და კულტურისა და დასვენების პარკში -„ნადიკვარი“, ლესია უკრაინკას ძეგლი გვირგვინით შეამკეს. უკრაინის დელეგაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ - ირაკლი შიოშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა უმასპინძლეს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia