GEO ENG

სიახლეები

ირაკლი ქადაგიშვილი ქ.კრაკოვში, ადგილობრივი მმართველობის მე-5 ევროპულ კონგრესზე მოხსენებით წარდგა

10 აპრილი, 2019

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი პოლონეთში, ქ. კრაკოვში, ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ადგილობრივი მმართველობის მე-5 ევროპულ კონგრესში იღებს მონაწილეობას. 
კონგრესის ფარგლებში, განსაკუთრებული სტუმრებისთვის განკუთვნილ პანელზე, ირაკლი ქადაგიშვილი დამსწრე საზოგადოების წინაშე, მოხსენებით წარდგა შემდეგი თემით: „ძლიერი ადგილობრივი ხელისუფლება, როგორც დემოკრატიის ქვაკუთხედი“. მოხსენების დროს, მხარის რწმუნებულმა აქცენტები გააკეთა ძლიერ თვითმმართველობასა და ქვეყანაში მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესზე.
„დემოკრატიული სახელმწიფო წარმოუდგენელია ძლიერი და ეფექტიანი ადგილობრივი თვითმმართველობის გარეშე. ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობას, მის მიერ გაწეული კარგი მმართველობა ის სარგებელია, რომელიც დემოკრატიას ყოველი მოქალაქისთვის მოაქვს.
საქართველოს კანონმდებლობა დღითიდღე იხვეწება და იდგმება ქმედითი ნაბიჯები თვითმმართველობის გასაძლიერებლად. საქართველოს მთავრობამ დაიწყო მთელი რიგი პროცესები დეცენტრალიზაციისთვის.
დეცენტრალიზაცია საქართველოსთვის რთული პროცესია და მას წინააღმდეგობები ახლავს, კერძოდ: მმართველობის ძველი პრაქტიკა და წარსულის ინერცია, რომელიც მენტალობასთან და ძველი ინსტიტუტების დაბალ ეფექტიანობასთან არის დაკავშირებული.
დეცენტრალიზაციის პროცესის დასრულება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ძალიან კარგად გვესმის, რომ უმნიშვნელოვანესი პროცესია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის“ -აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა კონგრესზე სიტყვით გამოსვლის დროს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia