GEO ENG

სიახლეები

ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომაში მიიღო მონაწილეობა

23 მარტი, 2019

21 მარტს, სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველო - ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომაში მიიღო მონაწილეობა. გასულ წელს, ამავე კომისიის რიგით მე-4 სხდომის ფარგლებში, ქ. მინსკში, ხელი მოეწერა კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისიტრაციასა და ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საოლქო აღმასრულებელ კომიტეტს შორის სავაჭრო - ეკონომიკური და სოციალურ - კულტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შესრულების პროგრამას 2018-2019 წწ. 
რეგიონულ დონეზე დაწყებული თანამშრომლობა მუნიციპალურ დონეზე იქნა განვითარებული და მ/წლის 21 მარტს, კახეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტსა (ყვარელი, დედოფლისწყარო) და მინსკის ოლქის ორ რაიონს (კრუპსკი, მიადელი) შორის გაფორმდა მემორანდუმი. 
საქართველო - ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომაზე სიტყვით გამოვიდა კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული.
„კახეთის რეგონსა და მინსკის ოლქს შორის მნიშვნელოვანია, თანამშრომლობის განვითარება არა მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული მიმართულებით, არამედ საჭიროა თანამშრომლობის განვითარება ტურიზმის სფეროშიც. აუცილებელად მიგვაჩნია ბელარუსის მოსახლეობისთვის ჩვენი რეგიონის ტურსიტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლება, რათა წელს კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი ჩამოვიდეს ბელარუსის რესპუბლიკიდან კახეთში ვიდრე გასულ წელს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი პარტნიორები ბელარუსის რესპუბლიკიდან მოვიწვიო მაისის თვეში, კახეთში - საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე დასასწრებად“ - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia