სიახლეები
ირაკლი შიოშვილმა ქ. წნორში, სოციალურ საწარმოს ''პენსიონერთა კლუბი'' საკვები პროდუქტები ჩაუტანა
29 იანვარი, 2019
29 იანვარს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე - ირაკლი შიოშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი -გიორგი გოგილაშვილი ქალაქ წნორში, სოციალურ საწარმო „ცოდნის კაფე“-ს ესტუმრნენ.
ირაკლი შიოშვილმა სოციალურ საწარმოს „პენსიონერთა კლუბი“ საკვები პროდუქტები ჩაუტანა.
„ცოდნის კაფის“ დამფუძნებლებმა სტუმრებს საკუთარი გეგმები გააცნეს. ირაკლი შიოშვილმა და გიორგი გოგილაშვილმა რეგიონის დონეზე ახალგაზრდების ჩართულობასა და ინტეგრაციის გაძლიერებაზე, ასევე, არაფორმალურ განათლებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.