GEO ENG

სიახლეები

კახეთში ალაზანი-იორის მდინარის აუზის მართვის გეგმის შუალედური შედეგები განიხილეს

29 იანვარი, 2019

29 იანვარს, ყვარელში, პროექტის - “ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის" (EUWI+) პროექტის ფარგლებში, დაინტერესბულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
საკონსულტაციო შეხვედრაში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი ქადაგიშვილმა, პროგრამის მენეჯერმა - იანიკ პოჩონიმ, „EUWI+ East“ პროექტის წარმომადგენელმა საქართველოში - ზურაბ ჯინჭარაძემ და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების 50-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, რომელზეც მდინარე ალაზანი/იორის აუზის მართვის გეგმის შუალედური შედეგები იქნა განხილული.
ერთდღიანი ფორუმის მონაწილეები გაეცნენ ალაზანი/იორის აუზის მართვის გეგმის შემუშავების შუალედურ შედეგებს: ალაზანი/იორის წყლის ობიექტების დელინიაციის, აუზის დახასიათებისა და ზეწოლა-ზემოქმედების ანგარიშებს.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიებში და გამოეთქვათ საკუთარი ხედვა და კრიტიკული მოსაზრებები წარმოდგენილ ანგარიშებთან დაკავშირებით.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia