A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(): php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known

Filename: libraries/weather.php

Line Number: 212

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(http://weather.any.ge/api.php?ids=10): failed to open stream: php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known

Filename: libraries/weather.php

Line Number: 212

სიახლეები » კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
GEO ENG

სიახლეები

სოფელ კაკაბეთში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

25 იანვარი, 2019

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ კაკაბეთში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი - სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფ. კაკაბეთის მოსახლეობას შეხვდნენ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათთან ერთად, საპროექტო წინადადებები განიხილეს. საერთო კრებაზე, ხმათა უმრავლესობით არჩეულ იქნა სოფ. კაკაბეთში სასაფლაოს მოწესრიგების საპროექტო წინადადება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სოფელს დაუბრუნდა, რომლის ფარგლებშიც, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, მათ შორის: სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები და თავშეყრის ადგილები, მინი ჰესები და ა. შ. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში, თებერვლის ბოლომდე, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან, 232 საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება. დღეის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 120 საკონსულტაციო შეხვედრა უკვე ჩატარდა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia