სიახლეები
თელავში ახალგაზრდული ევროპული ცენტრი აშენდება
27 ოქტომბერი, 2015
მომავალ წელს თელავში ახალგაზრდული ევროპული ცენტრი აშენდება - ამის შესახებ სპორტისა და ახლაგაზრდობის მინისტრის მოადგილის კახეთში ვიზიტისას გახდა ცნობილი. რევაზ ჯაველიძე გუბერნატორის მოადგილესა და ქალაქ თელავის მერს შეხვდა და რეგიონში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები განიხილეს, რის შემდეგაც სპორტული ცენტრის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია დაათვალიერეს. თელავის გარდა, მინისტრის მოადგილე ახმეტაში ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შეხვდა. მოგვიანებით კი პანკისის ხეობის სოფელ ომალოში სოციალური საწარმოს გახსნას დაესწრო.