GEO ENG

სიახლეები

ახმეტაში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

28 ნოემბერი, 2018

დღეს, ახმეტაში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - ავთანდილ კასრაძე, საქართველოს პრემიერ - მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში - სოზარ სუბარი, მხარის გუბერნატორი - ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი - გელა სამხარაული და მუნიციპალიტეტის მერი - იოსებ ქარუმაშვილი ესწრებოდნენ. ინოვაციების ცენტრში სისტემატიურად ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვადასხვა ბიზნესმიმართულებების ტრეინინგები. მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი სტარტაპ იდეები. „ეს უკვე მეორე ინოვაციების ცენტრი გაიხსნა კახეთში, გასულ კვირას, პირველი ცენტრი პრემიერ-მინისტრმა გახსნა თელავში. დღეს, მეორე ცენტრი გავხსენით ახმეტაში, მომავალ წელს, ინოვაციების ახალი ცენტრი გაიხსნება გურჯაანში, ამ კუთხით ვფიქრობ, რომ ლიდერობს კახეთი. ახალგაზრდების განათლება ჩვენთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, ინოვაციების ცენტრს განათლების კომპონენტში აქვს მნიშვნელოვანი როლი, რადგან ახალგაზრდებს ადრეულ ასაკში ეძლევათ შესაძლებლობა ქონდეთ წვდომა და ეზიარონ თანამედროვე ტექნოლოგიებს“ - აღნიშნა მხარის გუბერნატორმა - ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან საუბრის დროს. რეგიონებში ინოვაციების ცენტრების გახსნის მიზანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ, კერძო კომპანიებმა თუ ადგილობრივმა მთავრობამ გამოიყენონ აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგოორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე მეწარმეობის მიმართულებით.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia