GEO ENG

სიახლეები

2019-2021 წწ.სამოქმედო გეგმის პროექტების პრეზენტაცია

6 დეკემბერი, 2018

5 დეკემბერს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით, კახეთის რეგიონული განვითრების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების განხილვის მიზნით, შემაჯამებელი დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რაც ძირითადად, ითვალისწინებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების შერჩევას. დასკვნით სამუშაო შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი იქნა GIZ-ის ექსპერტების დახმარებით მომზადებული, კახეთის რეგიონში შემავალი თითოეული მუნიციპალიტეტის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმა. სამუშაო შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - ილია ბეგიაშვილი, მხარის სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი, მედიისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები დაესწრნენ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia