GEO ENG

სიახლეები

თელავში, ეთნიკური უმცირესობების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

20 ნოემბერი, 2018

დღეს,  ქ. თელავში, სასტუმროში -„ალაზნის ველი“ სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის სათათბირო ორგანოს - „კახეთის რეგიონში უმცირესობების სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესების საბჭო“-ს მორიგი სხდომა გაიმართა.სხდომის თემატიკას წარმოადგენდა - ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო და სოციალური ინტეგრაცია. სხდომის წარმართვაში ეთნიკური საბჭოს წევრებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენსხვადასხვა სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

„დღეს, საბჭოს სხდომის წარმართვაში  აქტიურ მონაწილეობას იღებს არასამთავრობო სექტორი, რომელიც სწავლობს ეთნიკურ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს. სწორედ მათი მხრიდან დანახული პრობლემატიკის გარშემო გვაქვს მსჯელობა, რათა რეკომენდაციები გავუზიაროთ ადგილობრივ თვითმმართველობებს. როდესაც ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე ვმსჯელობთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გარდა,  აუცილებელი და მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მათი სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ინტეგრაცია“ - განაცხადა მხარის გუბერნატორმა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

შეგახსენებთ, რომ „კახეთის რეგიონში უმცირესობების სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესების საბჭო“, რომელსაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი და საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან მისი მოადგილეები, მუნიციპალიტეტის მერები და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ადმინისტრაციულ - ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლები, 2016 წლის 11 აპრილს დაფუძნდა.  აღნიშნული სათათბირო ორგანოს შექმნის მიზანია კახეთის რეგიონში დასახლებული ეთნიკური უმცირესობების აქტიურად ჩართვა რეგიონის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათი პრობლემების ანალიზი და მოგვარების გზების ძიება.

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად ისაუბრეს რეგიონის მასშტაბით, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე. ყურადღება გამახვილდა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე.

აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების საბჭოს სხდომები კახეთის რეგიონში ეტაპობრივად იმართება და მასში მონაწილეობას რეგიონში მცხოვრები, სხვადასხვა თემის წარმომადგენლები იღებენ.

 

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2018 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia