სიახლეები
წმინდა ეფროსინიას ხატი ალავერდში დაივანებს
3 ნოემბერი, 2018
2 ნოემბერს, ალავერდის საკათედრო ტაძარში, ბელარუსის რესპუბლიკიდან წმინდა ეფროსინია პოლოცკაიას ხატი და მისი წმინდა ნაწილი ჩამოაბრძანეს. წმინდანის ხატი სპეციალურად ალავერდის მონასტრისთვის დაიწერა. წმინდანის ხატი საქართველოში ბელარუსის სასულიერო და სამოქალაქო პირებმა ჩამოაბრძანეს. თბილისში, საპატრიარქოში, წმინდა ეფროსინიას ხატი სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა. წმინდა ეფროსინიას ხატი ალავერდის საკათედრო ტაძარში დაივანებს. წმინდა ეფროსინიას ხატის ჩამობრძანების ცერემონიალში მონაწილეობას იღებდნენ: აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - მიხაილ მიატლიკოვი და მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე - ირაკლი შიოშვილი.