GEO ENG

სიახლეები

თელავში ფესტივალი ''ჭაჭა'' გაიმართა

4 ნოემბერი, 2018

3 ნოემბერს, ქალაქ თელავში, „ჭაჭის ფესტივალი“ გაიმართა. ფესტივალი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით ჩატარდა. ფესტივალი ოფიციალურად გახსნეს მხარის გუბერნატორმა - ირაკლი ქადაგიშვილმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - გიორგი ჩოგოვაძემ. გამოჩენილი ქართველი მომღერლის - ნანი ბრეგვაძის მიერ ფესტივალის ჰიმნი „ბალადა ვაზზე“ შესრულდა. „ჭაჭის ფესტივალში“ მონაწილეობა კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტმა მიიღო. ფესტივალზე მოსული სტუმრებისთვის თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი იქნა შემოდგომის თემაზე სპეციალურად მომზადებული კუთხე და კულტურული პროგრამა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებთან ერთად, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ღვინის კომპანია და „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ბენეფიციარების პროდუქცია. „საქპატენტმა“ ჭაჭის, როგორც რეგისტრირებული დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის პრეზენტაცია გამართა. ფესტივალის ფარგლებში, გლეხებისა და კომპანიების მიერ გამოხდილი ჭაჭის კონკურსი ჩატარდა. ჟიურის წევრების მიერ გლეხისა და კომპანიის მიერ წარმოებული ჭაჭის შეფასების შედეგად გამოვლენილი გამარჯვებულები, - ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ. ჭაჭის ფესტივალის დასკვნითი კონცერტი თბილისის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდი“-ს მონაწილეობით დასრულდა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2018 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia